четверг, 13 мая 2010 г.

აბრეშუმის გზა

1.      პროექტის სახელი: აბრეშუმის გზა

2.      პროექტის მოკლე აღწერა: XVI-XVII სკ–ებში აღმოსავლეთისა და დასავლეთის სავაჭრო ურთიერთობაში რა ადგილი ეკავა საქართველოს და კერძოდ კახეთის სამეფოს.

3.      მონაწილეთა ასაკი: 14–15–16 წელი. (VIII-IX-X კლასები)

4.      პროექტის ვადები: 2 სასწავლო კვირა.

5.      მნიშვნელობა / აქტუალობა: მიზნები და შედეგები: შეფასების საგანი და პროცედურები: მოსწავლეებს შევაფასებ განმავითარებელი შეფასებთ. დაკვირვების საგანი იქნება ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება, პრეზენტაცია, მსჯელობა, თვალსაჩინო მასალის გამოყენება.

6.      რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ: შესწავლილი აქვთ  XVI-XVII სკ–ის საქართველოს და ევროპის ქვეყნების ისტორია, მათი კულტურა, შეუძლიათ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება.

7.      სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: სახელმძღვანელო,  კლასგარეშე ლიტერატურა, ინტერნეტი.

8.      სასწავლო პროექტის მსვლელობა: პროექტში ჩართულია მთელი კლასი: იყოფა სამ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება: I ჯგუფი ამუშავებს თემას სახელმძღვანელოების, კლასგარეშე ლიტერატულის და ინტერნეტის დახმარებით, II ჯგუფი მოიძიებს რუკებს და ფოტო მასალას როგორც კლასგარეშე ლიტერატურის ასევე ინტერნეტის საშუალებით. III ჯგუფი I და II ჯგუფის მასალების საფუძველზე ამზადებს სლაიდებს პრეზენტაციისთვის. საბოლოოდ სამივე ჯგუფი აჯერებს საკუთარ მასალებს ერთმანეთთან რის შემდეგაც კლასი აკეთებს თემის პრეზენტაციას.

9.      საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწ.გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია.

10.   მონაწილეები სხვა სკოლიდან:

11.   სამუშაო ენა: ქართული

12.   სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას როგორც საკუთარი ქვეყნის ისე აღმოსავლეთ და დასავლეთის ქვეყნების ისტორიის შესახებ. განსაზღვრავს საქართველოს ადგილს მსოფლიო პროცესებში. გამოიმუშავებს ისტორიულ და გეოგრაფიული კვლევის უნარს. კომუნიკაციის, თანამშრომლობის, შმოქმედების უნარს, კავშირების დადგენის უნარს, სხვისი აზრის მოსმენის უნარს, წყაროების კვლევის, შედარების და ანალიზის უნარს

13.   პროექტის ავტორი: ეკატერინე სვანიძე

14.   ავტორის ელ. ფოსტა: e.svanidze1007@gmail.com